რეზონანსი
(07.10.2023)

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
„დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



