
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ the guardian-ი წერს.
მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის ძალებმა „Ჰამასის" მებრძოლების მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა გაწმინდეს და 22 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები შეამოწმეს. გავრცელებული ცნობით, დარჩენილია რვა დასახლება, სადაც ამ დრომდე კონტროლს „Ჰამასი" ინარჩუნებს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



