რეზონანსი
(09.10.2023)

ყაჩაღობის შემთხვევა იყო რუსთავში. ბათუმის ქუჩაზე, კაცი ნიღბით, ერთ-ერთ ბინაში შეიპარა, სადაც 3 ქალი დახვდა. კაცმა დანისა და ელექტროშოკის მუქარით ბინის მაცხოვრებლებს 100 ლარამდე თანხა, ლეპტოპი და მობილური ტელეფონები წაართვა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად სამართალდამცავებმა 40 წლამდე კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს თან აღმოაჩნდა ის ნივთები, რომელიც ბინიდან გაიტაცა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე