რეზონანსი
(09.10.2023)

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთ-ერთ მანქანაში 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა. როგორც უკრაინული მედიამ იტყობინება, იგი, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.

შემთხვევა კვირას, 8 ოქტომბერს, კიევ-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. "ჰიუნდაისა" და "აუდის" მარკის ავტომობილებს შორის პირისპირ შეჯახებას ორმხრივი მსხვერპლი მოჰყვა. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა "24-ე არხი" ვარაუდობს, რომ ტყეშელაშვილი "აუდის" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

აღნიშნულ მანქანას 36 წლის ლვოველი კაცი მართავდა. ის სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე