რეზონანსი
(09.10.2023)

დღეს კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასება. საქართველოს აქვს პროგრესი ეკონომიკის, კორუფციის კონტროლისა და კორუფციის აღმოფხვრის სფეროში, რაც მიუთითებს, რომ საქართველო მიდის სწორი გზით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც დადებითად ფასდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ ტიპის შეფასებები ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე