რეზონანსი
(09.10.2023)

როგორც ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა, დღეისათვის ისრაელის ჯარში ათობით ქართველი ებრაელია, მათ შორის ზოგიერთი ორმაგი მოქალაქეა. დღეს ისინი საბრძოლო ხაზზე არიან გასულები ისრაელის არმიაში, ვინაიდან საერთო მობილიზაცია გამოცხადდ

„დაზარალებულების შესახებ საელჩოში ცნობა არ შემოსულა. დღეისათვის ისრაელის ჯარში ათობით ქართველი ებრაელია, მათ შორის ზოგიერთი ორმაგი მოქალაქეა. დღეს ისინი საბრძოლო ხაზზე არიან გასულები ისრაელის არმიაში, ვინაიდან საერთო მობილიზაცია გამოცხადდა. ისრაელი გეგმავს დაახლოებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებას ამ საომარი მოქმედებებისთვის. ეს იქნება ფართომასშტაბიანი საბრძოლო ქმედებები, რომელიც ბოლო ათწლეულების პერიოდში ისრაელს არ ჰქონია", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე