რეზონანსი
(09.10.2023)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ომი "ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის". ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. „ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი რამ გადაიტანეთ. ის, რასაც „ჰამასი" გამოცდის, იქნება მკაცრი და საშინელი - ჩვენ უკვე იმ ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, რომელიც ახლა დავიწყეთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა: "ჩვენ ვაპირებთ გარდავქმნათ ახლო აღმოსავლეთი".

ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსები სიმტკიცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას დრო დასჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე