რეზონანსი
(10.10.2023)

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნულ რეისზე ყველა ავიაბილეთი გაყიდულია.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები "აირზენასა" და ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისების განხორციელება უახლოეს დღეებში შესაძლებელი იყოს.
საქართველოს ელჩის თქმით, ამჟამად ქვეყნის ყველა დასახლებას ისრაელის არმია აკონტროლებს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში 120 000 ქართველი ცხოვრობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



