რეზონანსი
(10.10.2023)

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სამი ველოსიპედი მოიპარეს, - ერთ-ერთი ადგილობრივის ცნობით, ველოსიპედები მამაოს ეზოდან წაიღეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

"მამა ალექსანდრეს ეზოდან 3 დიდი ველოსიპედია მოპარული. შავი, მწვანე და შავი, ყვითელი ზოლებით. თუ, რაიმე საეჭვოს შენიშნავთ ან ვინმე მეორად ველოსიპედს ყიდიდეს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-11-33-53", - წერს თამუნა ირემაშვილი.

წყარო: მოზაიკა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე