რეზონანსი
(10.10.2023)

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას "ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს".
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის დაწყების შემდეგ, ეს ჯო ბაიდენის მესამე სატელეფონო საუბარია ისრაელის პრემიერმინისტრთან. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ეს იქნება მისი მეორე მიმართვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის შემდეგ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



