რეზონანსი
(10.10.2023)

თუ დასჭირდათ ლევან ხაბეიშვილს ნამდვილად შეცვლიან და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ახალი კანდიდატი. არის ლევანი, ხვალ იქნება ლევანი 2, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. „სხვაგან დაწერილი გეგმის მონაწილეები ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ იფიქრეს, ამ პროცესების შემდეგ ნიკა მელია და ჩვენ გავიდოდით პოლიტიკური თამაშის მიღმა. საერთოდ ვერ დაუშვეს ის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან და კომუნიკაცია ხალხთან ჩვენ არ დაგვიკარგავს და არიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, კაბინეტებიდან ვერ გამოდიან", - განმარტა დოლიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



