რეზონანსი
(11.10.2023)

ისრაელიდან ჩამოსული ქართველების განცხადებით, ადგილზე ვითარება მძიმეა.
„ამ საუკუნეში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს არის მსოფლიოსთვის ძალიან დიდი ტრაგედია. მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ისრაელი არ არის დამპყრობელი ქვეყანა, ისრაელი არის მშვიდობის მოყვარული ქვეყანა“, - განუცხადა „ქრონიკას“ ისრაელიდან ჩამოსულმა წარმოშობით ქართველმა ელი მორმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



