რეზონანსი
(11.10.2023)

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს. ინფორმაციას „ბიბისი" ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიზნეს საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი წარმოადგენდა.
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა არაბ ალ-არამშეს დასახლებასთან დაეცა.
ეს „ჰეზბოლას" მიერ რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევა არ არის მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს სამხრეთიდან „ჰამასის" მებრძოლები დაესხნენ თავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



