
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.
ჯილდო ახალგაზრდა მეწარმეს საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის გადაეცა. ცერემონიას ნიკოს ოჯახის წევრები, მეგობრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა. „სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა დღეს. არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემი ბოლო ჯილდოს გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისა და თაობისთვის. მე მინდა ეს დღე და დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო, რომ ეს ცხადია იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ძალიან ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახსა და თავის თაობას", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



