
ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის - ანალიტიკოსთა მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში რადიკალური ცვლილებები მოხდება, თუმცა, როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, ან როგორ აპირებს ესa თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიციაში მწვავე კრიზისია და ვაარუდობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყოფა, რისი ალბათობა უკვე რეალურია.
ანუ, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების თაობაზე მიიღებს.
ხაბეიშვილის გუნდში კი კვლავ დაბნეულობაა, რადგან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი მენეჯმენტი პარტიის დამფინანსებელთან დავით კეზერაშვილთან კვიპროსში შესახვედრად, სავარაუდოდ, სწორედ იმ საკითხზე სასაუბროდ წავიდა, რომ ხაბეიშვილი ნიკა გვარამიათი შეიცვალოს.
გვარამაის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით კი განსხვავებული ვერსიები ვრცელდება, გვარმია- მელიას ალინასზე, ან გვარმია-ლომჯარიას შესაძლო დუეტზე. სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, გახარიას პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ აპირებს. "ლელო" კი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებისთვის მზად არის, "ვინც არც "ოცნებასთანაა" ასოცირებული და არც "ნაციონალებთან".
შეძელებს თუ არა "ლელო" მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ისეთი ამომრჩევლის მოზიდვას, ვისაც არც წინა ხელისუფლება უნდა და არც მოქმედი, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ამის პოტენციალი "ლელოს" არ აქვს.
მივიღებთ თუ არა განსხვავებულ პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩევნებისთვის "ოცნებაში" დრწმუნებული არ არიან, პირიქით, აცხადებენ, რომ ოპოზიციაში, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს, დაყოფა და შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბიარძე არ გამორცხავს, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გადაადგილებები დაიწყოს.
"ნაციონალური მოძრაობა" ალბათ უნდა გაიყოს და მელიამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან არანაირი პირობა აღარ არსებობს რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩეს, ამ ორგანიზაციაში მის ყოფნას აზრი არ აქვს. თუ დარჩება, გამოდის, რომ კაპიტუალაცია გამოაცხადა. მელიას თუ უნდა შექმნას ახალი ძალა, უნდა დატოვოს პარტია.
"ნაციონალური მოძრაობა" დარჩება იმ შემადგენლობით, რაც დღეს აქვს, მათ უკან იქნებიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ "ნაცმოძრაობას" სალაპარაკო რესურსიც არ აქვს, ისინი ვერ ილაპარაკებენ ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე. ერთადერთი რაც შეუძლია თქვას - "ქართული ოცნება" არის პრორუსული, თვითონ კი პროდასავლური. ამ პიარით ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერ მოიზიდავს.
"გვარამია-ლომჯარის დუეტთან დაკავშირებით, არ ვფიქრობ, რომ მათ შექმნან ისეთი ძალა, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. "ოცნებამ" მოახერხა ლომჯარიას სახელი შეელახა - ის "ნაცმოძრაობის" ობმუდსმენი იყოო...
"სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გახარია ცალკე გამოვა, მაგრამ მესამე ძალად ვერ გადაიქცევა. თეორიული ვარიანტი შეიძლება იყოს, "ლელო" და ნიკა მელია გაერთიანდეს, თუმცა, მეეჭვება, რადგან "ლელოს" პოლიტიკური ბირთვი ძალიან ამბიციურია, ისეთი ხალხი ჰყავთ, ყველას უნდა პარლამენტის სიაში მოხვდეს.
"იგივე მელიასთანაც, ანუ ორივეს გენერლები მეტი ჰყავთ ვიდრე ჯარისკაცები; ამ "ქროს სიაში" ამდენ გენერალს როგორ ჩაატევენ, არ ვიცი. კვიპროსიდან დაბრუნებულები რას მოიმოქმდებენ, ძნელი სათქმელია. საერთდ არ ვიცი რა ხდება "ნაცმოძრაობის" შიგნით, რა დამოკიდებულებები აქვთ. მაგრამ, გადაადგილებაც რომ მოხდეს, ძალთა გადანაწილების თვალსაზრისით არაფერს შეცვლის"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს იქნება მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეობა.
"ნაცმოძრაობა ფაჩიკოს გარმონივით დაშლილია, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია ყველანი ერთნი არიან. ალბათ კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყება ცვლილებები, რადგან კეზერაშვილი ითხოვს პასუხს რა გააკეთეს, შეიძლება ხაბეიშვილი გვარამიათი შეცვალოს.
"ლომჯარია -გვარამიას დუეტი საოცრება იქნება, ვინ უნდა გაჰყვეს მათ ერთობას, საზოაგადოება, თუ სხვა პარტიები, ორივე დისკრედიტირებულია. ლომჯარია არის ნული, გვარმია შეწყალებული კაცია, არავის გაუთვისუფლებია, თუ მართალია, რატომ არ ასაჩივრებს სტრასბურგში... - განაცხადა "რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



