რეზონანსი
(12.10.2023)

გერმანია მზადაა, რომ 2025 წლიდან ნატო-ს ახალი შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესასრულებლად 35 000 ჯარისკაცი მზადყოფნაში ჰყავდეს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„საუბარია კონკრეტული სამხედრო ძალების მეშვეობით რეგიონულ თავდაცვასთან დაკავშირებული გეგმების მხარდაჭერის შესახებ", - განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადება ალიანსის მიერ შემუშავებულ ვრცელ გეგმას უკავშირდება, რომელიც დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ნატო-ს ტერიტორიები საგანგებო სიტუაციების დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე