რეზონანსი
(12.10.2023)

კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც „იმედინიუსს" ადგილობრივებმა ადგილიდან აცნობეს, გ. კ ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია შემთხვევით გაუვარდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე