რეზონანსი
(12.10.2023)

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლას ჩვენი გუნდი მიესალმება და წარმატებას უსურვებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოხარული ვართ და მთელი ჩვენი გუნდი მას წარმატებას უსურვებს. „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან რა მოლოდინი მაქვს? ბუნებრივია, კარგი - არა. სხვათა შორის, სანამ ის ჩამოვიდოდა, პროპაგანდის ნიშნები „ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკვე დაწყებული ჰქონდა", - განაცხადა ბუჩუკურმა.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე