რეზონანსი
(12.10.2023)

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას, ვუსურვებთ წარმატებებს. მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენ დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების რამდენიმე ათწლეული გვაკავშირებს. ელჩს ექნება მნიშვნელოვანი მისია, რომ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



