რეზონანსი
(12.10.2023)

ჭადრაკის სასახლეში პროექტის, „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს" პრეზენტაცია გაიმართა.
82 წლის ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალურ სეანსებს ჩაატარებს. დღევანდელ ღონისძიებაზე გაფრინდაშვილის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს.
პრეზენტაციას, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებიც ესწრებოდნენ, რომლებთანაც გაფრინდაშვილმა საჭადრაკო სეანსები ჩაატარა.
„ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს" მსოფლიო ტურნე 31 ოქტომბერს იტალიის ქალაქ პალერმოში გაიხსნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



