
აპირებს თუ არა გიორგი გახარიას პარტია მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“ გაერთიანებას? - როგორც კულუარულად ხდება ცნობილი, შესაძლოა წინასაარჩევნოდ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ალიანსი გადაწყვიტოს. ამაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან მათთვის პრინციპულობაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თამაშებია. ამიტომ, ისინი ამ პარტიების გაერთიანებას ელიან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დაპირისპირების მიუხედავად, კარგი იქნებოდა, თუკი ეს ორი პოლიტიკური ძალა ალიანსს შეძლებდა, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ ხელისუფლებამ, თუკი ნაციონალებთან მარტო დარჩება, 50%-ზე მეტი აიღოს. ეს კი მას მისცემს საშუალებას, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. თუმცა ანალიტიკოსი ამ გაერთიანების შანსებს ნაკლებად ხედავს და მიაჩნია, რომ რიგი მიზეზების გამო, ეს ნაკლებად მოსალოდენლია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, მათ შორის, „ოცნების“ ყოფილ წევრებთანაც.
„ძალიან ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ ადამიანებთან და კონკრეტულ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც ვისაუბრებთ კიდეც და ვითანამშრომლებთ კიდეც. ესენი შეიძლება იყვნენ ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები „ოცნების“ მხრიდან, მაგრამ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას ჩვენ არ ვგეგმავთ,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტის წევრის, პარტია „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, „ლელო“ გახარიას პარტიასთან არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს და ეს მხოლოდ „სულელური ჭორია“.
„არანაირად არ ვადასტურებ. არ ვიცი, მსგავს სულელურ ჭორებს ვინ ავრცელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სულელური ჭორი. არანაირ დღის წესრიგში არ დგას გახარიას პარტიასთან არანაირი თანამშრომლობა - კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ეს ვთქვა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათაშვილის თქმით, თუ გახარიას პარტია და „ლელო“ გაერთიანდებიან, ეს არავის გაუკვირდება, თუმცა ეს ფაქტობრივად მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება.
„არც გახარიასგან და არც ხაზარაძისგან, ცხადია, ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება. პირიქით, მათი უპრინციპო პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაც იქნება. ეს აჩვენებს ამ ადამიანების პოლიტიკურ მორალს. მათი პოლიტიკური მორალიდან გამომდინარე, არანაირი ბარიერი არ არის ერთმანეთზე რას ამბობდნენ და როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან. არაერთხელ დაგვანახეს, რომ პოლიტიკაში მათთვის ღირებულებები და ფასეულობები არაფერს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ხვალაც და ზეგაც ასე არასტაბილურად გააგრძელებენ და ეს ფაქტობრივად მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარეთიანება თეორიულად ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად რამდენად მოხრეხდება, რთული სათქმელია. ჯერ ერთი, მათ წარსულში რთული ურთერთობა ჰქონდათ და გახარია-ხაზარაძის დაპირისპირების ფონზე ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა, თუმცა პოლიტიკურად ეს საკმაოდ მომგებიანი სვლა იქნებოდა.
„ვფიქრობ, გახარიას და „ლელოს“ პოლიტიკური ალიანსი თუკი წინასაარჩევნოდ მოხდება, საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი სვლა იქნება. ოპოზიციის მიზანი ახლა ის უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ 50%-ზე მეტი ვერ აიღოს და მთავარობის შექმნა ვერ შეძლოს. ეს კი იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი ნაციონალურ მოძრაობასთან მარტო არ დარჩებიან და ოპოზიციურ ამომრჩეველს საშუალება ექნება ე.წ. მესამე ძალას მისცეს ხმა. ანუ ალტრენატივა შეიქმნას იმ ელექტორატისთვის, ვისაც არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ორივე ამ პოლიტიკურ ძალას გარანტირებული ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომაც ახლა იმაზე იბრძვიან, რომ მესამე ძალა არ შეიქმნას. მათ ერთმანეთთან მარტო დარჩენა ურჩევნიათ.
„შესაბამისად, „ლელოს“ და გახარიას გაერთიანება ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ახალ სუნთქვას გახსნიდა და პარლამნეტში მათ ექნებოდათ საშუალება ე.წ. ოქროს მანდატები ჰქონდათ. ეს რა თქმა უნდა, თეორიული მსჯელობაა და მე მაინც მგონია, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ გახარიას და ხაზარაძეს წარსულში საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს დაპირისპირება კი დღემდე ამოწურული არა რის. ამასთანავე „ლელოს“ თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იქ ყველას ლიდერობა უნდა. ამიტომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში საუაბრი 10 მანდატამდე იქნება. ახლა წარმოიდგინეთ ჯერ მარტო 10 კაცი „ლელოდან“ მოიძებნება, რომლებსაც სიაში ყოფნის ამბიცია აქვთ. თავად გახარიას პარტიაშიც ხომ ექნებათ ამის სრუვილი,ამიტომ ამ მიზეზების გამო მე ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
თუმცა აქვე დასძენს, რომ თუკი გიორგ გახარიას დასჭირდა და პოლიტიკურად ჩათვალა, რომ ეს აუცილებელია, მას „ლელოსთან“ ამ მიზეზების გათვალისწინების მიუხედავად თანამშრომლობა მაინც შეუძლია. მსგავსი რამ გახარიამ უკვე გააკეთა, როცა საკრებულოებში ნაციონალებთან ერთად უმრავლესობა შექმნა და მშვენივრად ითანამშრომლა. ამიტომ გამორიცხული მაინც არაფერია. მეორეს მხრივ ძაბიარძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათი გაერთიანების შემთხვევაში გარკვეულ საფრთხეს ხედავს, ამიტომ წინასწარ ამაზე განგაშის ატეხეს და ამოწმებენ, რამდენად რეალურია მათი ალიანსი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



