რეზონანსი
(13.10.2023)

ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიდასტურეს. დირექტორმა, რუსლან აბულაძემ გვითხრა, რომ ჩვილი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

"ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, წონაშიც არ იმატებდა, 1 კვირის წინ ბათუმში ჰყავდათ გამოკვლევებზე, ბავშვთა საავადმყოფოში, ჩვენთან როცა მოიყვანეს, მალევე გარდაიცვალა, დაახლოებით, ნახევარ საათში", - უთხრა "ტვ 25"-ს აბულაძემ.

წყარო: tv25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე