რეზონანსი
(14.10.2023)

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლუვრი, უსაფრთხოების გამო, 1 დღით დაიკეტა. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, მუზეუმმა ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო.
თავად მუზეუმმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტორებს, რომლებსაც დღეს ჰქონდათ ბილეთი დაჯავშნილი, თანხა დაუბრუნდებათ.
13 ოქტომბერს, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთშია კონტრტერორისტული მზადყოფნის დონე მაქსიმალურამდე გაიზარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



