რეზონანსი
(14.10.2023)

ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AFP საფრანგეთის პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარომ აღნიშნა, რომ გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, როგორც მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუქარების ფონზე ლუვრის მუზეუმი დაიხურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე