რეზონანსი
(14.10.2023)

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, გასული შაბათის შემდეგ ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 2450 კი დაშავდა.
„ბავშვების მკვლელობა უნდა შეწყდეს", - განაცხადა UNICEF-ის პრესსპიკერმა, ჯეიმს ელდერმა.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი") ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



