რეზონანსი
(14.10.2023)

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ცახალი" სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.
„ცახალი ემზადება კომპლექსური შეტევისთვის, ასობით ათასი რეზერვისტის დახმარებით", - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიანი და კოორდინირებული შეტევა იგეგმება.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი") ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



