რეზონანსი
(14.10.2023)

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში" სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვისურსი და 7-8% კორონავირუსი.

„მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც. არაფერი უჩვეულო, წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ცირკულაციაში არ გამოჩენილა. თითო შემთხვევა იყო წლის 38-ე - და 39-ე კვირაზე, მაგრამ ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი არ არის", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე