რეზონანსი
(15.10.2023)

„ტიკტოკში“ მუქარის გამო რუსთავში კაცი დააკავეს. "ინფო რუსთავის“ ცნობით, XX მიკრორაიონში მცხოვრებ 35 წლამდე ქალს, 40 წლამდე კაცი, მისი ყოფილი მეუღლე სოციალური ქსელ „ტიკტოკის“ მეშვეობით ემუქრებოდა.

ქალის თქმით, მას ყოფილი ქმარი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც მან რეალურად აღიქვა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ ქალის ყოფილი მეუღლე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე