რეზონანსი
(15.10.2023)

უკრაინას სულ უფრო უჭირს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ვინაიდან ძირითად დონორ ქვეყნებში მაღალჩინოსანთა ყურადღება მომავალ არჩევნებზე ინაცვლებს და გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ Reuters-ს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განუცხადა.

„მე ვხედავ დიდ დაღლილობას, სისუსტეს ჩვენს პარტნიორებს შორის. ისინი ისურვებდნენ, დაევიწყებინათ ომის შესახებ, თუმცა ეს ომი, ფართომასშტაბიანი, ჯერ კიდევ გრძელდება“, – აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, აპრილში გამართულ ბოლო შეხვედრასთან შედარებით, უკრაინას ახლა ორჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ კიევს მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე