რეზონანსი
(15.10.2023)

ამ წუთებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა. ბორტზე დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა.

რეისი ქართულმა ავიაკომპანია georgian airways-მა შეასრულა.

დღესვე ისრაელიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება. საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე