რეზონანსი
(15.10.2023)

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმიდან დღემდე, სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე 330, მათ შორის, 190 ჰამასთან კავშირში მყოფი პალესტინელი დააკავეს.

ცაჰალი ამბობს, რომ მხოლოდ შაბათს, 14 ოქტომბერს ჰამასის 33 წევრი დააკავეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო დღეებში დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე მათ სამხედროებსა და პალესტინელებს შორის რამდენიმე შეტაკება განხორციელდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე