რეზონანსი
(16.10.2023)

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

- Addme - სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.

- Bitpulse - კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.

- Connect. - მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.

- Coiners - სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.

- Gakvetilo.ge - რეპეტიტორებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.

- Helio.AI - რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.

- Hotcard - ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.

- Justpay - გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.

- Kiddos - საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.

- KidNest - საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.

- MaxHP - კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.

- My Traders - ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.

- Rollycks - ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.

- Roommate Georgia - პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.

- Sanolink - პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.

- TourTour - სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.

- UBIQ - სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.

- Verify.com.ge - დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.

- Wenroll - ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.

- Wisp - ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.

- Woofio - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს (ოქტომბერი 2023 - იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:

1. 2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);

2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);

3. ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);

4. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;

5. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;

6. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს

7. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);

8. დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე