რეზონანსი
(16.10.2023)

როგორია არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების უახლესი სტატისტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაცემებში დადებითი დინამიკა ნათელია, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ მიღწეული შედეგი საკმარისი არ არის.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების 200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, 2022-ში ეს მაჩვენებელი 180 გახდა, მიმდინარე წელს კი გამოვლენილია 60-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა პრევენციული მიმართვიანობაც. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ რამდენიმეკომპონენტიანი კამპანია მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე