რეზონანსი
(16.10.2023)

ხაშურში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსთან, მეცხრე კლასელი გოგო გარდაცვლილი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მერვე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე სწრაფად მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

„ყველანაირ მატერიალურს ფასი ეკარგება, როდესაც ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანს შენს თვალწინ ხედავ გარდაცვლილს. ალბათ დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან. მშვიდობით პატარავ." - წერს გარდაცვლილის მეზობელი სოციალურ ქსელში.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამრთალდამცვები. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე