რეზონანსი
(18.10.2023)

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ვენები გადაისერა, მანამდე კი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ  „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„მივიღე გადაწყვეტილება… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში.  ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.

ყველანი მიყვარხართ“, – თქვა ჟურნალისტმა.

ამ დროისთვის ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე