რეზონანსი
(18.10.2023)

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება:

„ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას. საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს სინათლე უნდა მოეფინოს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაუელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე