რეზონანსი
(18.10.2023)

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ,,რიონჰესის“ რეკონსტრუქციის შემდგომი ეტაპი. შეიცვალა და დამონტაჟდა სრულიად ახალი, ELPROM-ის წარმოების, №2 ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც კომპანიამ ევროპიდან ჩამოიტანა.

,,რიონჰესის“ რეაბილიტაციის ამ პროექტზე, რომელიც ახალი ტრანსფორმატორის გარდა,  გენერატორის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“  8 000 000 ლარამდე  ინვესტიცია განახორციელა. 

,,საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე, გაიზარდა მისი მუშაობის საიმედოობა და რაც მთავარია, ვცდილობთ ჰესი გავმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ - განაცხადა ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა. მისივე თქმით, ,,რიონჰესზე“ ახალი ტრანსფორმატორით შესაძლებელი იქნება, გენერატორის რეაბილიტაციის დროს, გაზრდილი სიმძლავრის გატარება.

რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, კომპანიის მფობელობაში არსებულ სხვა ჰესებზეც აქტიუირად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე