რეზონანსი
(18.10.2023)

სასტიკი მკვლელობა თურქეთში - ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ 49 წლის ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი მიტოვებული შენობაში გადამალეს.

საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, მის კვალზე თურქეთის პოლიცია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით გავიდა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა 16 ჯერ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე