რეზონანსი
(18.10.2023)

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს.
არსებული ცნობით, ინციდენტს წინ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
ამავე ინფორმაციით, ერთი მოსწავლე დანით, ფეხშია დაჭრილი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სამართალდამცველები.
"დაიჯესტი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



