რეზონანსი
(19.10.2023)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმაროვი ამბობს, რომ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა.

ისა შახმაროვი საქართველოში არ ცხოვრობს. როგორც მან განაცხადა, შვილმა მკვლელობამდე სამი დღით ადრე დაურეკა და დახმარება სთხოვა, თუმცა გზაში შეიტყო, რომ აითაჯი მოკლეს. მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.

“იმის თქმა შემიძლია, რომ არაფრის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ. სამი დღით ადრე დამირეკა და დახმარება მთხოვა... საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი, ძალიან მიჭირს”, – განაცხადა ისა შახმაროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე