რეზონანსი
(19.10.2023)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგონამ ბოლნისში იმშობიარა.

"ვიცი, რომ შეყვარებულები იყვნენ თავიდან, მერე ნიშნობა არ ყოფილა ისე მოიტაცეს. ახლა 15-ის ხდება. მოიტაცეს, მაგრამ გოგო თანახმა იყო," - ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალურ ურთერთობას 16 წლის ასაკს მიუღწევლთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე