რეზონანსი
(19.10.2023)

ინციდენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - ჩარგლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰაერში ისროლა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, დაშავებული არავინაა. დაპირისპირება კი არასწორად გაჩერებული მანქანის გამო დაიწყო. ამ დროისათვის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს გამოკითხვები. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე