რეზონანსი
(19.10.2023)

პარლამენტში პლენარულ სესიაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. დეპუტატებმა იმსჯელეს იმ პუნქტებზე, რომელიც მმართველმა პარტიამ ევროპული რეკომენდაციების ფარგლებში მოამზადა.
ოპოზიცია ცენზურაზე საუბრობდა და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებზეა მორგებული. სწორედ ამ კანონპროექტზე მსჯელობისას ჰქონდა ადგილი ურთიერთშელაპარაკებას იაგო ხვიჩიასა და დავით სონღულაშვილს შორის კომიტეტის სხდომაზე. იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს მიაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც, მას კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაატოვებინა.
კანონპროექტს მესამე მოსმენით დღესვე განიხილავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



