რეზონანსი
(20.10.2023)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ჯერ რკინის ჯებირებს დაეჯახა, მოგლიჯა ხეები და საგზაო ნიშნები. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, რამდენჯერმე გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ავტომობილში მყოფებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე