რეზონანსი
(20.10.2023)

ღაზაში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო „ვაფას“ ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ ეკლესიის ფასადი დააზიანა და მიმდებარე შენობები ჩამოინგრა.
იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქო აფეთქებას ისრაელის საჰაერო თავდასხმას უკავშირებს.
„ეკლესიების მისამართით დამიზნება, რომლებსაც ადამიანები თავშესაფრად იყენებენ, სამხედრო დანაშაულია და მისი იგნორირება არ შეიძლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



