რეზონანსი
(20.10.2023)

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.

ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში დააკავეს. ის სამ თვეს პატიმრობაში გაატარებს.

მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო. უკან მიბრუნებულს ქალს ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე