
ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან საქართველოს ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობას და პარტნიორობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, არასწორია ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ამგვარად მონათვლა.
„საქართველოს კურსი დიდი ხანია, ძალიან მტკიცედ არის განსაზღვრული და ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში. ევროინტეგრაციის კურსს მივყვებით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს დაფუძნებულია საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან საქართველოს ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობას და პარტნიორობას. იმის თქმა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კურსი შევიცვალეთ, ცოტა უვიცობაა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



