
ისლამისტური თავდასხმების გამო, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან, ევროპელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.
საკითხზე, ეხება თუ არა ეს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებს, „რეზონანსი" ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. როგორც ფხალაძემ გვითხრა, საქართველო ამ კონტექტში არ მოიაზრება, თუმცა ჩვენთან მიმართებაში გამოქვეყნდა ასოცირების ანგარიში, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოდან თავშესაფრის მსურველთა მიმართვები გაიზარდა და 80%-ზე მაღალია, რაზედაც საქართველოს ხელისუფლების მხროდან პრევენციული ზომებია მისაღები.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ისლამურ რადიკალიზმთან მიმართებაში, ევროკავშირში დადებითი შეფასება გვაქვს, ანუ მითითებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან კარგად თანამშრომლობს, იმ ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის კონტექსტში, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ და რომლებიც მაღლი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა.
როგორც „როიტერზი" წერს, ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.მინისტრები საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე მსჯელობენ ბელგიასა და საფრანგეთშიმოხმდარი თავდასხმების შემდეგ.
„მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ", - განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანენსონმა მინისტერიალზე მისვლისას.
განცხადებები გააკეთეს ასევე საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებში თავდასხმები განხორციელდა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლითს კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯნვა. აღვნიშნავ, რომ ბელგიაში, ასევე საფრანგეთში ეს თავდასხმები ჩაიდინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ასე რომ ჩვენ პრაქტიაკში უნდა განვახორციელოთ მიგრაციის პაქტი საზღვრების კონტროლისთვის, ადამიანების აღრიცხვისთვის და თავშესაფრის მთხოვნის განაცხადის მიღებამდე უსაფრთხოების მიზნით დაკითხვისთვის", -აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.
„ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. სამწუხაროდ, ადამიანები დაიღუპნენ ქუჩაში ბრიუსელში, ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც ბელგიაში ბედნიერი საღამოს გასატარებლად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად ჩამოვიდნენ. ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები", - ამბობს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანელის ვერლინდენი.
შვედეთის შს მინისტრი ასევე საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა ევროკავშირიდან გაბრუნებას, ვინც უსაფრთხოების პოტენციურ რისკს წარმოადგენს.
„მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებაა, უკან გააბრუნონ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ეფექტინიად გაკეთდეს", - განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუნარ შტრომერმა.
ამასთან, 2024 წლიდან ყველა იმ 59 ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა" (ETIAS) ამოქმედდება. ევროკავშირის ამ ახალი მოთხოვნის თანახმად, სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსის რესპუბლიკაში შესვლა სურთ.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს აპლიკაციაც დამატებითი შემოწმებაა ევროკავშირის მხრიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება.
„კამკაცრებაზე ზოგადად საუბარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პარამეტრები ყველას ერთნაირად შეეხება. ვიცით, რომ მომავალი წლიდან ელექტრონული აპლიკაცია შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს, ეს აპლიკაცია უნდა შევავსოთ, რაც დამატებითი სკრინინგია. მაღალი რისკის ქვეყნები ცალკე განიხილება, რომელშიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შედის, საქართველო კი ამ კონტექსტში არ მოიაზრება.
„საქართველოსთან მიმართებაში სხვა რამაა ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ასოცირების ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. იქ პირდაპირაა მითითებული თუ საქართველოდან თავშესაფრის მსურველთა მიმართვები რამდენად გაიზარდა და რომ 80%-ზე მაღალია. ესაა საგანგაშო და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს, თუ რა იწვევს ამას. ამაში სოციალურ ფაქტორს ძალიან დიდი წვლილი აქვს, თუმცა მხოლოდ სოციალურ ფაქტორს ვერ დავაბრალებთ, კიდევ სხვა რაღაცეებიცაა.
„იქ ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, რასაც საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ეს მონაცემები გააუმჯობესოს. მაგრამ ის, რაც ისლამურ რადიკალიზმს ეხება, იქ დადებითი შეფასება გვაქვს, ანუ მითითებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან კარგად თანამშრომლობს, იმ ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის კონტექსტში, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ და რომლებიც მაღლი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



