რეზონანსი
(20.10.2023)

დღეს, 20 ოქტომბერს ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით რჩება კლინიკაში",- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან" კლინიკის დირექტორი, დავით ბარაბაძე.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.

"სამხრეთის კარიბჭე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე