რეზონანსი
(21.10.2023)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის შეფასებით,  ოპოზიციის წევრები ერთმანეთისადმი უნდობლობას იჩენენ.

 ”როცა ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაში არ მონაწილეობს, ეს უკვე არის დიაგნოზი. დიაგნოზი ამ  ადამიანების უვიცობის, უპასუხისმგებლობის, უნიათობის და უპატივცემლო დამოკიდებულების, პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ასეთი საქციელი გაუმარტივებს ჩვენს საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანას. ეს ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან არც დარბაზში, არც დარბაზს მიღმა და ამომრჩეველი, რომელიც სადმე კიდევ შემორჩათ, ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ გაქცეულ და დამალულ ადამიანებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე